19 May 2022

ხელოვნურად შექმნილი შიმშილის კრიზისი

US announces $215M in emergency funding to address global food crisis

ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა დასავლეთიდან მოწოდებები მოსალოდნელი გლობალური შიმშილის შესახებ. ყველა დასავლური ლიდერი თუ ორგანიზაცია, მაგალითად, გაერო, მოსალოდნელ შიმშილს პირდაპირ რუსეთის ქმედებებთან აკავშირებს (იხ. ბმული). 

ამ ნარატივის გააქტიურების ერთადერთი მიზანია, რომ მომავალი (თუ არა უკვე მიმდინარე) კრიზისი, მსოფლიომ უშუალოდ რუსეთთან დავაკავშიროთ და თვალი დავხუჭოთ, მაგალითად, იმ ფაქტზე, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივებასა და ესკალაციას დასავლეთი ეწევა. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ დასავლეთი აქტიურად ცდილობს ომის ექსპანსიას სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ასევე, დასავლეთი გამუდმებით აიარაღებს უკრაინას, რათა რუსეთი მაქსიმალურად დაიხარჯოს და ომი მათი მოგებით არ დასრულდეს (იხ. ამასთან დაკავშირებით დღევანდელი სიახლე). 

უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთის გლობალური ბაზრიდან მოკვეთის გამო, მსოფლიოს ხორბლის ბაზარი 30%-ით შემცირდება, რაც უდავოდ კატასტროფული იქნება. აუცილებელია, ჩვენ ნათლად ვხედავდეთ, თუ ვის მიუძღვის ლომის წილი ამ - ხელოვნურად შექმნილ - საკვების გლობალურ კრიზისში. აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ეს კრიზისი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად განაპირობა (და არა, მაგალითად, რაიმე შეუქცევადმა ეკოლოგიურმა კატაკლიზმამ) და ამის შეცვლა დიპლომატიურად შესაძლებელია! თუმცა, ა.შ.შ-ის ინტერესებით მართული დასავლური ელიტა უკან არ იხევს და, ცხადია, მსოფლიოს გარშემო რიგითი ადამიანების ბედითა და მათი საჭმლის რაციონით არ ინტერესდება.