08 May 2022

ომი, რომელიც ჩვენიც იყო


მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ აშკარად იცვლება და ვითარდება სამამულო ომთან დაკავშირებული ნარატივები. რაც მეტად შედის კრიზისში დასავლური კაპიტალიზმი და გეოპოლიტიკური ჰეგემონია, მით მეტად ესაჭიროება საქართველოში სამამულო ომის ისტორიისა და მეხსიერების დამახინჯება. "ვარდების რევოლუციის" მთავრობამ წლების წინ დაიწყო ქართველების მიერ ფაშიზმის დამარცხების დისკრედიტაცია და მეხსიერების, პირდაპირი მნიშვნელობით, განადგურება. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებულად აგრესიული პროფაშისტური პროპაგანდაა ამუშავებული დაფინანსებული ლიბერალური მედიებისა და ენჯეობის მეშვეობით (მაგალითად, იხილეთ ბოლო წლების “რადიო თავისუფლების” - ა.შ.შ-ის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიის - 9 მაისთან დაკავშირებული ნებისმიერი რეპორტაჟი).

ამ საგრძნობლად გააქტიურებული პროპაგანდის ხაზი დაიწყო იმით, რომ გამარჯვების დღე სინამვილეში 8-ში, ანუ ევროპის დროით უნდა ავღნიშნოთ, რათა საბჭოთა მემკვიდრეობას და, ამასთანავე, თანამედროვე რუსეთს გავემიჯნოთ (ბმული). ამ მოთხოვნით შარშან პეტიციაც კი გაავრცელეს ჩვენმა ლიბერალმა ელიტებმა. თუმცა, წელს უკვე მორიგ ეტაპზე გადავედით: პოსტსაბჭოური საქართველოს “წამყვანი ისტორიკოსი” ლაშა ბაქრაძე აფიქსირებს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საერთოდ არ უნდა აღვნიშნავდეთ. ბაქრაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ომში გამარჯვების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ “სინამდვილეში ეს იყო სხვისი ომი ”. 


მაშასადამე, თუკი მოხდა 9 მაისის და საბჭოთა გამარჯვებასთან ასოცირების დისკრედიტაცია, და თუკი, ზოგადად, ამ ომში გამარჯვების მნიშვნელობის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, ამ ხაზის შემდეგი ლოგიკური გაგრძელება ამ ომის წაგებული მხარის გამართლებაა. წლების განმავლობაში შექმნილ ნოყიერ ნიადაგზე ლაშა ბაქრაძისნაირების შემდეგი ნაბიჯი უკვე პირდაპირ ჰიტლერის გამართლება იქნება და, ესეიგი, ამასთანავე, ჩვენი გმირებისა და ჰიტლერის დაუძინებელი მტრების, - 300,000-მდე ქართველის ხსოვნის შელახვაც.

როდესაც ქართველი ლიბერალები, უკვე, ფაქტიურად, დაუფარავად ჰიტლერის თანამედროვე მიმდევრები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ მეორე მსოფლიო ომში გაღებული უდიდესი მსხვერპლის მნიშვნელობას, ჩვენ მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ მათ. ჩვენმა წინაპრებმა მონაწილეობა მიიღეს იმპერიალიზმის ყველაზე მახინჯი ფორმის, ანუ ფაშისტური ექსპანსიონისტური ძალების შეჩერებაში და ეს მხოლოდ საამაყოა. ჩვენი წინაპრების ხელით შეჩერდა ჰიტლერის ინდუსტრიული მასშტაბის საჟლეტი მანქანა, რომელმაც დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი (და არა მხოლოდ) აწამა და მოკლა. ამასთანავე, სწორედ ჩვენი წინაპრების გამარჯვებამ განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლური იმპერიალიზმის ისტორიული შესუსტება და ჩაგრული ერების ანტიკოლონიური რევოლუციები მთელს მსოფლიოში. ჩვენი ფაშიზმზე გამარჯვების მეხსიერება და ისტორიული მემკვიდრეობა ის გლობალური მნიშვნელობის მოვლენაა, რომელზეც საქართველოს პროგრესული მომავალი უნდა დაშენდეს. სწორედ ამიტომ ებრძვიან ამ დღეს რეაქციონერები განსაკუთრებული შემართებით. ეს ომი "სხვისი" არასდროს ყოფილა, არამედ, ყველასი (მსოფლიოსი), - ქართველების ჩათვლით, - კაცობრიობის წინსვლისათვის.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე უკრაინის ომში რუსეთის გამარჯვება იმიტომაცაა მნიშნველოვანი ჩვენთვის, რომ ა.შ.შ.-ის ჰეგემონიის დასასრული უკვე ნიშნავს საქართველოში ლაშა ბაქრაძისნაირი ფაშისტი პროდასავლელი ელიტების დასასრულს. ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ გლობალურ მოვლენებს, რომლებიც ადგილობრივად წინსვლის მეტ პოტენციალს მოგვცემს და ცხადზე ცხადია, რომ ახლანდელი მსუყედ დაფინანსებული პროდასავლელი ფაშისტი ელიტებით წინ ვერასდროს წავალთ.

სამარადისო ხსოვნა და დიდება სამამულო ომის გმირებს!