20 May 2022

რუსმა ”პრანკერებმა” ჯორჯ ბუშს ზელენსკის მაგიერ დაურეკეს

რუსი ”პრანკერი” ჟურნალისტები ”ვოვანი” და ”ლექსუსი” ვლადიმერ ზელენსკის ხმით ჯორჯ ბუშს დაუკავშირდნენ, მასთან ვიდეოშეხვედრა ჩაწერეს და 17-19 მაისს მოსკოვში გამართულ ”ახალი ჰორიზონტების” მარათონზე წარმოადგინეს. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სააკაშვილზეც, გულახდილად ისაუბრა.


გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს:

”თქვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ გაანადგუროთ რაც შეიძლება მეტი რუსი სამხედრო. იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა თქვენთვის საჭირო დახმარების გამოყოფა, დიდი იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ედგას სათავეში და საჭირო დახმარება გაგიწიოთ” - განაცხადა ბუშმა

ჟურნალისტი სააკაშვილზე: ”ბოდიში მინდა მოგიხადოთ თქვენი ბიჭის, სააკაშვილის შესახებ. ჩემი მრჩეველი იყო და მომიწია მისი გაგდება, ძალიან მომაბეზრა თავი. ძალიან ბევრ ნარკოტიკს მოიხმარდა და ბევრ ფულს ითხოვდა.”
ბუში: ”კი, ვიცი... მისმინეთ, გულის სიღრმეში ის მგზნებარე ბიჭია, მაგრამ გეთანხმებით. ჩვენც გვქონდა მასთან პრობლემები საქართველოში. პუტინმა მახე დაუგო და ის მასში გაება. ნებისმიერი პანიკა მაშინ დაუშვებელი იყო. მე თუ მეკითხებით, უნდა ყოფილიყო თუ არა ის თქვენი მთავრობის წევრი, გირჩევდით, მაგრამ მასთან აღარ მისაუბრია 2008 წლის შემდეგ.”

ჟურნალისტი: ”მაგრამ, მანაც ვერ შეძლო ნატოში შესვლა. ეს მისი დიდი ჩავარდნა იყო”.

ბუში: ”დიახ... მაგრამ, ის თავისი ფესვების ერთგული რომ დარჩენილიყო, დღემდე საქართველოში იქნებოდა და უკრაინაში და სხვა ადგილებში არ იბოდიალებდა. იცით, ეს მე მეწყინა. ის აირჩიეს, რაღაც პერიოდი კარგად იმუშავა, მისი ადმინისტრაცია კარგად ”აწვებოდა”, მე ვფიქრობდი, რომ დარჩებოდა და იბრძოლებდა ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ ამის მაგიერ ის უკრაინაში წავიდა.
ისე, ისევ უკრაინაშია?”

ჟურნალისტი: ”კი, მოქალაქეობა დავუბრუნე, მაგრამ ანეგდოტივითაა ეს ყველაფერი.”

ბუში: ”და, რა მაინტერესებს, ფორმა თუ აცვია? ებრძვის რუსებს? მოქალაქობა ხომ აქვს, ებრძვის რუსებს?”
 
ჟურნალისტი: ”ააა, არა , იცით, კიდევ მინდოდა მადლობა მეთქვა , ჩვენ შევძელით თქვენი მემკვიდრეობის, ბიოლაბორატორიების შენარჩუნება, რომელსაც პენტაგონი აფინანსებდა. გახსოვთ? პენტაგონის პროგრამა?”

ბუში: ”დიახ”

ჟურნალისტი: ”პოსტსაბჭოთა სივრცეში პენტაგონი ბევრ ბიოლაბორატორიას აფინანსებს და ჩვენ შევძელით მათი უსაფრთხო ადგილას ევაკუაცია, რომ რუსებს ხელში არ ჩაუვარდეთ.”

ბუში: ”კარგი... ჭკვიანი ბიჭი ხარ.”