გაფიცული მშრომელები სლოგანით ”შეაჩერეთ ომი!” |
გუშინდელი გაფიცვა აჩვენებს იტალიის პრემიერ მინისტრ დრაგისა და მთავრობის სხვა წევრებს შორის არსებულ დაძაბულობას. დრაგიმ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, თუმცა მარტში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ იტალიელების მხოლოდ მესამედზე ნაკლები ემხრობა უკრაინაში იარაღის და ფულის გაგზავნას. დრაგის კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების ლიდერები, ჯუზეპე კონტე, მატეო სალვინი და სხვებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას.
ამ კონტექსტში, საინტერესოა საქართველოს პროფკავშირების პოზიცია, ომზე, რომელიც ბევრად უფრო მტკივნეულად ეხება ქართველ მშრომელებს, ვიდრე იტალიელებს. იმის მაგიერ, რომ მან საქართველოს მთავრობას მხარი დაუჭიროს ნეიტრალური პოზიციების შენარჩუნებაში, გამუდმებით საბოტაჟითაა დაკავებული და თავისი მოწოდებებით ნატოს და დასავლეთის მილიტარისტულ ინტერესებს ემსახურება. ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მშრომელებმა პროფკავშირების გაერთიანების ლიდერებს საფუძვლიანად და მკაცრად უნდა მოსთხოვონ პასუხი დაკავებული პოზიციის გამო, რომელიც მათ ინტერესს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.
წყარო: Financial Times, Morning Star, Italy 24 News