პოროშენკო ნიუ-იორკის მუზეუმთან |
ეს დასახლება, პატარა სოფლის სახით დააფუძნეს ეკატერინე II- ის მოწვევით ჩამოსულმა მენონიტებმა (რელიგიური სექტა) და მართლაც, ნიუ-იორკი დაარქვეს. საბჭოთა პერიოდში ეს ხალხი გადაასახლეს და იმის შემდეგ, 2021 წლამდე ნოვგოროდსკოე ერქვა. საბჭოთა პერიოდში დასახლება გაიზარდა, გაიხსნა ფაბრიკა ქარხნები - მანქანათმშენებელი ქარხანა, ფენოლის ქარხანა და ა.შ. და მცირე ქალაქად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი დონეცკის ფრონტთან უშუალო სიახლოვეში იმყოფება. უკრაინის ხელისუფლებამ ჩვეული პიარ ხერხებით გამოიყენა მისი ისტორია, რომ ამერიკის მიმართ მონობისთვის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. 2021 წლის ზაფხულში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო იმყოფებოდა ქალაქში და თავად დაამონტაჟა გზაზე, ქალაქში შესასვლელის მანიშნებელი.
არ ვიცი ამაზე იფიქრეს თუ არა, მაგრამ ეს სიმბოლური აქტი უხერხულ რეალობას აღწერს. მართლაც, ბოლო რვა წლის განმავლობაში დონეცკის და დონეცკის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობა არა კიევიდან, არამედ ნიუ-იორკიდან იბომბებოდა.
პოროშენკო საგზაო მანიშნებლის შეცვლისას |
უკრაინის ნიუ-იორკი რუკაზე |