13 April 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების ათასზე მეტი მებრძოლი ტყვედ ჩაბარდა

გუშინ, მარიუპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების ათასზე მეტი საზღვაო ქვეითი, რომელიც ილიჩის სახელობის ქარხანაში იყო გამაგრებული ტყვედ ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც აქვე გამაგრებულმა, ნაცისტური ბატალიონი „აზოვის“ მებრძოლებმა ალყის გარღვევა სცადეს და ადგილი დატოვეს. ეს იმ მოსაზრებას ადასტურებს, რომ „აზოველები“, რომლებსაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულების გამო მკაცრი სასჯელი ან სიკვდილი ელოდებათ, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს არ აძლევენ სისხლისღვრის შესაწყვეტად საჭირო გონივრული გადაწტყვეტილებების მიღების საშუალებას. 

გუშინდელი ეს მოვლენა დიდ გავლენას იქონიებს უკრაინის არმიის საბრძოლო განწყობაზე და ომის მეორე ეტაპის მსვლელობაზე. ნაციზმი უკრაინაში დასავლეთის და მისი მოკავშირე ადგილობრივი ოლიგარქების მიერ წახალისებული უდიდესი პრობლემაა, რასაც, იმედია, უკრაინელი ხალხი მალე მოიცილებს და მოახერხებს სისხლისღვრის შეწყვეტას