
დღეს საბერძნეთის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის უსმენდნენ. იმის შემდეგ, რაც მან აზოვის ნეო-ნაცისტური ბატალიონის მებრძოლის მიმართვა გაუშვა, მთავარი ოპოზიციური პარტიის სირიზას დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, თუმცა ამავე დროს, სირიზას ლიდერის ალექსის ციპრასის თქმით, ნეო ნაცისტური ბატალიონის წევრის პარლამენტში მოსმენა ისტორიული სირცხვილია.
აზოვი არის უკრაინაში მებრძოლი ნეონაცისტური ბატალიონი, რომელიც ბაზირებულია ქალაქ მარიუპოლში და წლების განმავლობაში არაერთი ტერორისტული აქტი აქვს განხორციელებული ამ ქალაქის მოქალაქეების, მათ შორის 120.000 ბერძენი ეროვნების მოქალაქის მიმართ.
წყარო >>>>>>