12 April 2022

კოსმონავტიკის დღე - АН-225 Мрия-ს ნამდვილი ისტორია













დღეს საბჭოთა კალენდრით კოსმონავტიკის დღეა. რაკი ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში, მაინც, უკრაინაში მიმდინარე ომთანაა დაკავშირებული, საინტერესოა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთამწეობის და ზომით ყველაზე დიდი თვითმფრინავის, АН-225 Мрия-ს ამბავი, რომელიც 25 თებერვალს, ანტონოვის აეროპორტში მიმდინარე ბრძოლებისას განადგურდა.

უკრაინული და საერთაშორისო მედია მოსთქვამს, რომ აი რუსმა ”ბარბაროსებმა” როგორ გაანადგურეს უკრაინელების შექმნილი საინჟინრო შედევრი. თუმცა იმას არავინ ამბობს, რომ ეს თვითმფრინავი, მართალია კიევის მექანიკურ ქარხანაში შეიქმნა, მაგრამ მთლიანად საბჭოთა საინჟინრო მიღწევების და საბჭოთა ეკონომიკის შედეგია. თანაც, მისი თავდაპირველი დანიშნულება არ ყოფილა კაპიტალისტი ვაჭრების საქონლის აქეთ-იქით ტარება, რაც, სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოუწია.

1984-88 წლებში, იგი შეიქმნა, როგორც ერთადერთი სპეციალური ეგზემპლარი, საბჭოთა მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის ”ბურანის” და მისი ორბიტაზე გამყვანის ქარხნიდან კოსმოდრომზე და სხვადასხვა ადგილებში ტრანსპორტირებისთვის. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოსმოსური ხომალდის საჰაერო სტარტის უზრუნველსაყოფად.

მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი ”ბურანი” იყო ამერიკული "სფეის შათლი”-ს საბჭოთა ანალოგი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის მთლიანად კომპიუტერით, ავტოპილოტით იმართებოდა (რაც იმ დროისთვის ამერიკელებისთის მიუღწეველი ოცნება იყო). 1988 წელს ”ბურანი” უპილოტო რეჟიმში წარმატებით გავიდა ორბიტაზე და დაბრუნდა ბაიკანურის იუბილეინის აეროდრომზე, რაც საბჭოთა კოსმონავტიკის და მთლიანად საინჟინრო მეცნიერეის უდიდესი მიღწევა იყო.

გილოცავთ კოსმონავტიკის დღეს. იმედია, მალე დავაღწევთ თავს დეგრადაციას და დავუბრუნდებით განვითარების გზას.