ქართველი ”ჰუმანურების” და ”პროგრესულების” კუმირი, არესტოვიჩი, ზელენსკის მრჩეველი და ფაქტობრივად უკრაინის ინფორმაციის და პროპაგანდის ხელმძღვანელი. 11 აპრილის ინტერვიუს ვიდეოში ჩანს, როგორ საუბრობს ნაცისტური ლიტერატურის ფონით. მის უკან დევს უკრაინელი ნაცისტი ისტორიკოსის დანილო იანევსკის წიგნი "ბანდერა, შუხევიჩი, მელნიკი, კონოვალეცი, სტეცკო, სტაშინსკი, სუდოპლატოვი პორტრეტი ეპოქის ფონზე”. ესაა საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინელი ნაცისტების და ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციონისტების ბიოგრაფიების კრებული, სადაც ისინი გამოყვანილია თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებად. უკრაინის ხელისუფლება უარყოფს მის კავშირს ნაციზმთან, მაგრამ ყოველ ჯერზე ფაქტები უფრო მეტს მეტყველებენ, ვიდრე განცხადებები.