11 April 2022

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს

შაბათს, 9 აპრილს პაკისტანის პროამერიკულმა ოპოზიციამ ეროვნული ასამბლეაში უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა. კვირას, 10 აპრილს პაკისტანის რამდენიმე ქალაქში ხანის მხარდამჭერების მრავალათასიანი გამოსვლები გაიმართა. პროტესტანტები მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ამერიკული იმპერილიზმის უხეში ჩარევისგან. დღეს, 11 აპრილს ეროვნულ ასამბლეაში იმართება კენჭისყრა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ ახალი პრემიერი, კორუფციულ გარიგებებში მხილებული, ასევე პროდასავლელი პოლიტიკოსი, შეჰბაზ შარიფი გახდება.

აღსანიშნავია, რომ გადამდგარი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი პაკისტანის და ჩინეთის მჭიდრო ურთიერთობებს აწყობდა. ასევე, იგი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. შეერთებულმა შტატებმა პაკისტანის არმიაში და ეროვნულ ასამბლეაში თავისი მხარდამჭერების მეშვეობით შეძლო მისი გადაყენება. 

წყარო >>>>>

ბმულზე ჩანს კვირას გამართული აქციის კადრები