ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაეროს ადამინის უფლებების საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დაუშვებელია ადამინის უფლებების საკითხის პოლიტიზირება და ინსტრუმენტალიზაცია. ჩინეთი ეწინააღმდეგება ამ საკითხის გარშემო სელექციურობას და ორმაგ სტანდარტებს. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით. ასევე, ის აცხადებს, რომ გარიცხვის რეზოლუციის მომზადება იყო დახურული და გაუმჭვირვალე და ასეთი მოქმედება მხოლოდ პოლარიზაციას და კონფლიქტის ესკალაციას შეუწყობს ხელს.