მამუკას პირველი ომი იყო 14 წლის ასაკში. იგი სახლიდან გაიქცა აფხაზეთში. მამას მიაწვდინეს ხმა, რომ მამუკა აფხაზეთში იყო, მან იპოვნა შვილი და სახლში გამოშვების მაგივრად, ბავშვი თავის რაზმში საბრძოლველად დაიტოვა. მეორედ მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში მოხალისედ, შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფროს სამხედრო მრჩევლად.
ამას მოყვა აგვისტოს ომი, რის შემდეგაც გადაინაცვლა უკრაინაში და "მაიდანის" ფერად რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა. მაგ პერიოდში დაარსა "ქათული ლეგიონი" რის მერეც მათთან ერთად, წლები იბრძოდა დონბასში. დღეს კი, კიევში უერთდებიან სამხედრო მოქმედებებს. მათ სახელზეა არაერთი სამხედრო დანაშაული, რასაც დასავლური წყაროებიც ადასტურებენ. ეს არის ღიად ფაშისტური ფორმირება, რასაც ცხადყოფს მათი სიმბოლიკაც და საჯარო განცხადებებიც, მაგალითად ის ვიდეო განცხადება სადაც ამბობს, რომ: “ჩვენ, ქართული ლეგიონი რუს ჯარისკაცებს ტყვედ არ ავიყვანთ!” სადაც მიანიშნებს იმაზე, რომ სხვა გამოსავლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ დაინდობენ რუს ჯარისკაცებს. (სურათზე მის მიერ სოც. ქსელში გამოქვეყნებული პოსტი ორაზროვანი მინაწერით: ”დაე უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტოს, სად დასვას მძიმე”) >>>>>.
ლეგიონი გამოირჩევა სისასტიკით და შეუწყნარებლობით, მათ სამხედრო დანაშაულებზე რუსეთში შექმნილია კომისია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. "უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფი ქართული ლეგიონის წევრები უკანონო ქმედებებს სჩადიან რუსი სამხედროების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მამულაშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება, რომ ის მომავალშიც აპირებს განაგრძოს რუსეთის სამხედროების, ნაციონალური გვარდიის წევრებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ოპერატიული დანაყოფის წევრების წამება და მკვლელობა. ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციის 1949 წლის 12 აგვისტოს დებულებებს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნონა მამულაშვილი 2012-2015 წლებში იყო საქართველოში ფაიზერის წარმომადგენლობის რეგიონალური დირექტორი. 2020 წლიდან ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური წევრია. მისი თქმით, როგორც პოლიტიკოსი, ის მიხეილ სააკაშვილმა აღმოაჩინა, როდესაც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში მისი გამოსვლა ნახა. "შემოთავაზება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე", აცხადებს ის. იგი თავის ძმის საქმიანობით ძალიან ამაყობს, უკრაინაშიც ჩადიოდა და ეხმარებოდა, მაგრამ საბოლოოდ, სამხედრო საქმიანობას, პოლიტიკაში მოსვლა ამჯობინა, სადაც გამოირჩევა ხისტი და აგრესიული ქმედებებით, ფიზიკურ დაპირისპირებაზეც არ ამბობს უარს.
თავის მხრივ, ძმაც მხარდაჭერას უცხადებს მას პოლიტიკურ საქმიანობაში და ღიად ეწევა ნაციონალური მოძრაობის აგიტაციას. და-ძმას ამერიკიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ. იწვევენ და მასპინძლობენ ვაშინგტონში შეხვედრებზე და ასე შემდეგ. მამულაშვილებს სამშობლოს წინააღმდეგ ორი ფრონტი აქვთ გახსნილი, მამუკა უკრაინაში იბრძვის ფაშისტური მეთოდებით, ნონა კი აქაურ ფაშისტურ პარტიაშია. არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ომის დამთავრების შემდეგ, გამოცდილება მიღებული "ქართული ლეგიონი" აქ არ გააგრძელებს თავის ანტისახელმწიფოებრივ, საშიშ ქმედებებს. მითუმეტეს, რომ მამუკა მამულაშვილი, ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის სურვილს არ მალავს. ეს ოჯახი ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენს და კარგი იქნება თუ ხელისუფლება მეტ ყურადღებას დაუთმობს მათ ”მოღვაწეობას”.
მამულაშვილის მიერ სოც. ქსელში გამოქვეყნებული პოსტები |