28 September 2022

ბაიდენი ნორდსტრიმ 2-ზე

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორდსტრიმ 2-ის გაზსადენის სიახლოვეს ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები დაფიქსირდა, რის შეგედადაც გაზმა ბალტიის ზღვაში გაჟონა. სავარაუდოდ, ეს მიზანმიმართული აფეთექება და საბოტაჟი იყო. 

ნორდსტრიმ 2 გაზსადენის მეშვეობით, დასავლეთ ევროპა რუსულ ბუნებრივ აირს უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით მიიღებდა. ამ პროექტს ა.შ.შ. დასაბამიდანვე ეწინააღმდეგებოდა, რათა ხელი შეეშალა რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის ვაჭრობისა და ურთიერთობების გაღრმავებისათვის.  

ნახეთ, რა თქვა ბაიდენმა ნორდსტრიმ 2-ზე 2022 წლის 7 თებერვალს.



07 June 2022

როგორ მუშაობს „ფეისბუქის“ ცენზურა?

ბოლო პერიოდში ქართულ ფეისბუქსივრცეში მომრავლდა გვერდების წაშლის შემთხვევები. თავდასხმის მთავარი ობიექტი „ალტ-ინფო“ და მასთან დაკავშირებული ანგარიშებია. დაბრკოლებები შეხვდა „საინფორმაციო-ანალიტიკურ გაერთიანებასაც“, რომელზეც ახლა იმყოფებით. მოსალოდნელია, რომ მომავალში სხვა ანგარიშებმაც იგივე ბედი გაიზიარონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა მექანიზმით მუშაობს „ფეისბუქის“ ცენზურა.

28 May 2022

ბოლივიის მაგალითი

Evo Morales Makes Triumphant Return To Bolivia : NPR

ბრიტანული Economist Intelligence Unit-ის ანალიზის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეული გლობალური კრიზისისას, ბოლივია ყველაზე დაცული და მდგრადი ქვეყანაა რეგიონში. ანალიზში აღნიშნულია, რომ ამჟამად ბოლივიაში დაბალი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური სტაბილურობაა. მნიშვნელოვანია ჩაღრმავება, თუ რამ განაპირობა ბოლივიაში, ლათინოამერიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, ამჟამინდელი დადებითი პოლიტეკონომიური მდგომარეობა. ამჟამად სეთი ვითარება ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყნისთვისაც შესაშურია.

22 May 2022

”ესაა რეალური სამყარო”... ამერიკელი დიპლომატი აღიარებს, რომ უკრაინას ატყუებდნენ


21 მაისს გამართულ პოლიტიკურ თოქ შოუში The Munk Debate, ამერიკის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა აღიარა რომ უკრაინას ატყუებდნენ, როდესაც ნატოში შესვლას პირდებოდნენ. მასსა და პოლიტიკის მეცნიერ სტივენ ვოლტს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
 
ვოლტი: ”2021 წელს ჩვენ გამუდმებით ვიმეორებდით, რომ უკრაინა ნატოს შეუერთდებოდა.”

მაკფოლი: ”შეიძლება, შეიძლება”...

ვოლტი: ”ესეიგი, ეს რას ნიშნავს, რომ დიპლომატები იტყუებიან?”

მაკფოლი: ”დიახ!, დიახ!, ესაა რეალური სამყარო! კარგით რა!”

ვოლტი: ”ერთი წამით, ესეიგი, დიპლომატები სულ იტყუებიან და რუსებმა მაინც უნდა დაუჯერონ, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ?”

გაზის ექსპორტის მიმართულება, მოცულობა და ანგარიშსწორების პირობები



ნაცრისფერი - მეგობრული ქვეყნები, რომლებისთვისაც გადახდების პარამეტრები არ გადაიხედა.

ცისფერი - ქვეყნები, რომლებიც დათანხმდნენ ახალი პირობებით, რუსულ რუბლში ანგარიშსწორებას.

ვარდისფერი - ქვეყნები, რომლებმაც უარი თქვეს ანგარიშსწორების ახალ სქემაზე.

იასამნისფერი - ქვეყნები, რომლებიც განიხილავენ ახალ პირობებს.

წრეებით ნაჩვენებია ქვეყნების გაზის მთლიან მოხმარებაში რუსული გაზის წილი.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსული გაზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები, გერმანია და იტალია, დათანხმდნენ მიღებული გაზისთვის რუსულ რუბლში ანგარიშსწორებას.

21 May 2022

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ იტალიის პროფკავშირებმა 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს

გაფიცული მშრომელები სლოგანით ”შეაჩერეთ ომი!”

იტალიის მთავრობის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ, გუშინ, 20 მაისს, იტალიურმა პროფკავშირებმა ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცვაში მონაწილეობდა პროფკავშირების სხვადასხვა სექტორები, მათ შორის ტრანსპორტის, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მგზავრებისა და საქონლის გადაადგილება შეაფერხა. გაფიცვის სლოგანი იყო ”დაწიეთ იარაღი, აწიეთ ხელფასები”. გაფიცვასთან ერთად ყველა დიდ ქალაქში მშრომელების მსვლელობები გაიმართა. 

20 May 2022

რუსმა ”პრანკერებმა” ჯორჯ ბუშს ზელენსკის მაგიერ დაურეკეს

რუსი ”პრანკერი” ჟურნალისტები ”ვოვანი” და ”ლექსუსი” ვლადიმერ ზელენსკის ხმით ჯორჯ ბუშს დაუკავშირდნენ, მასთან ვიდეოშეხვედრა ჩაწერეს და 17-19 მაისს მოსკოვში გამართულ ”ახალი ჰორიზონტების” მარათონზე წარმოადგინეს. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სააკაშვილზეც, გულახდილად ისაუბრა.


გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს:

ისტორიის და შესაბამისად, აწმყოს გაყალბება


აჯამუ ბარაკა, აფრო-ამერიკელი აქტივისტი, ტვიტერზე წერს:
"გაეროს მიხედვით, სამწუხაროდ, უკრაინაში 4 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაშაულია. არადა, ამ დროს, ლიბიაზე ნატოს თავდასხმას, სულ ცოტა, 25 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ვის აინტერესებს?"

19 May 2022

ხელოვნურად შექმნილი შიმშილის კრიზისი

US announces $215M in emergency funding to address global food crisis

ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა დასავლეთიდან მოწოდებები მოსალოდნელი გლობალური შიმშილის შესახებ. ყველა დასავლური ლიდერი თუ ორგანიზაცია, მაგალითად, გაერო, მოსალოდნელ შიმშილს პირდაპირ რუსეთის ქმედებებთან აკავშირებს (იხ. ბმული). 

08 May 2022

ომი, რომელიც ჩვენიც იყო


მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ აშკარად იცვლება და ვითარდება სამამულო ომთან დაკავშირებული ნარატივები. რაც მეტად შედის კრიზისში დასავლური კაპიტალიზმი და გეოპოლიტიკური ჰეგემონია, მით მეტად ესაჭიროება საქართველოში სამამულო ომის ისტორიისა და მეხსიერების დამახინჯება. "ვარდების რევოლუციის" მთავრობამ წლების წინ დაიწყო ქართველების მიერ ფაშიზმის დამარცხების დისკრედიტაცია და მეხსიერების, პირდაპირი მნიშვნელობით, განადგურება. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებულად აგრესიული პროფაშისტური პროპაგანდაა ამუშავებული დაფინანსებული ლიბერალური მედიებისა და ენჯეობის მეშვეობით (მაგალითად, იხილეთ ბოლო წლების “რადიო თავისუფლების” - ა.შ.შ-ის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიის - 9 მაისთან დაკავშირებული ნებისმიერი რეპორტაჟი).

22 April 2022

ქართველი ლიბერალები და რუსი ”ტურისტ-მიგრანტები”

რუსი ტურისტი 2019 წელს პარლამენტთან გამართულ აქციაზე


ქართველი ლიბერალების და რუსი ”ტურისტ-მიგრანტების” ურთიერთობები საკმაოდ კომიკურ სახეს იღებს. ბოლო დღეებში ქართველი ინტელიგენციის ისტერიკამ კიდევ კარგად დაასურათა ეს ფენომენი. მოდით, გავყვეთ, რაში მდგომარეობს ეს კომიკურობა. ვინ არიან რუსი ”ტურისტ-მიგრანტები”? ძირითადად ესენი არიან რუსეთის ლიბერალური საშულო ფენის წარმომადგენლები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავისი ქვეყნის პოლიტიკით, მის პრეზიდენტს დიქტატორად მიიჩნევენ და უკრაინის ომი გახდა ის ”ბოლო ზღვარი”, რამაც ქვეყნის დატოვება გადააწყვეტინათ. რათქმაუნდა, ეს ხალხი ომს არ გამოქცევია, ისინი, თავის ჭკუაში, ”გამოექცნენ” ან ”გამოერიდნენ” რუსეთში არსებულ ”დიქტატურას”. 

17 April 2022

აშშ საქართველოში მორიგ გადატრიალებას გეგმავს

2022 წლის 23 მარტს ვაკანსიების ვებგვერდზე, Jobs.ge-ზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელმაც, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბედი შეიძლება შეცვალოს.

მოდით, ამ ამბავს ცოტა შორიდან მოვუაროთ, მაგრამ დასაწყისშივე მკაფიოდ ვთქვათ შემდეგი: „ტრენინგი ახალბედა და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის“ უნდა აღვიქვათ, როგორც „მიშას თაობის“ გადამზადება, რათა მათ, ნაციონალურ მოძრაობასთან ტანდემში, მორიგი ფერადი რევოლუცია მოაწყონ.

თუკი 2003 წელს დასავლურმა იმპერიალიზმმა იგივე მიზნისთვის „კმარას“ აქტივისტები გამოზარდა, დღეს ახალი აქტორები მოძრაობა „სირცხვილიაში“ გადიან რეპეტიციას. ეს ჯგუფი, კარგა ხანია, აშშ-ს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ორგანიზაცია NED-ის გავლით. NED (National Endowment for Democracy) 1983 წელს, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას დაარსდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ორგანიზაციის ბენეფიციარების გრძელი სია მოიცავდა დისიდენტებს აღმოსავლეთ ევროპაში, საბჭოთა კავშირში არსებულ პროფკავშირებს, უკრაინის ეროვნულ მოძრაობებსა და სხვ.

16 April 2022

საქართველოს ექსტრემისტული ინტელიგენცია

უკრაინის ომმა და მასზე გამოხატულმა რეაქციებმა კარგად აჩვენა, რომ ქართულ „განათლებულ“ საშუალო ფენაში (აკადემიურ, ინტელექტუალურ და სახელოვნებო წრეებში, მწერლობა-პუბლიცისტიკაში, არასამთავრობო და აქტივისტურ სფეროში, ბიზნეს მენეჯმენტში და ა.შ.), ერთი სიტყვით, აზრის წარმომქმნელ ინტელიგენციაში, ამ ჯგუფის აბსოლუტურ უმრავლესობაში, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური შინაარსის არანაირი გააზრება არ მომხდარა. შესაძლოა, უკეთეს შემთხვევაში მოხდა ნაც. მოძრაობის კონკრეტული ლიდერების დისკრედიტაცია, მაგრამ ამ ძალის პოლიტიკური შინაარსის არა. გამოჩნდა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის სრულიად უუნაროა რომ ამ ქვეყნის უმრავლესობას - მშრომელ ხალხს გვერდში დაუდგეს და დაეხმაროს სირთულეების დაძლევაში.

15 April 2022

მამულაშვილები

ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი და ნაციონალი მოძრაობის დეპუტატი ნონა მამულაშვილი, გენერალ-მაიორი ზურაბ მამულაშვის შვილები არიან. 

მამუკას პირველი ომი იყო 14 წლის ასაკში. იგი სახლიდან გაიქცა აფხაზეთში. მა­მას მი­აწ­ვდი­ნეს ხმა, რომ მა­მუ­კა აფხა­ზეთ­ში იყო, მა­ნ იპოვ­ნა შვი­ლი და სახლში გამოშვების მაგივრად, ბავშვი თა­ვის რაზმში საბრძოლველად დაიტოვა. მეორედ მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში მოხალისედ, შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფროს სამხედრო მრჩევლად. 

14 April 2022

ჩვენი ჭირი - ღობეს ჩხირი

რაც უკრაინის ომი დაიწყო, ქართული საზოგადოების ყველა ფენაში, განსაკუთრებით საშუალო ფენაში, ვხედავთ დიდ მობილიზებას უკრაინელების დასახმარებლად. მოქალაქეებში თითქმის ყოველდღე გროვდება საჭმელი, ტანსაცმელი და სხვა საჭირო რესურსები უკრაინელებისთვის გადასაცემად, იქნება ეს უკრაინიაში ტვირთის გაგზავნის სახით თუ საქართველოში ჩამოსული დევნილების დასახმარებლად. დღეს ყველა ქართულ მცირე თუ დიდ ბიზნესს აქვს რაღაც ტიპის კამპანია უკრაინელების დასახმარებლად. ცხადია, ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ არის და გლობალური ტენდენციის ნაწილია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ომი მუმდივ რეჟიმში შუქდება და ლიბერალური იდეოლოგიის ისეთი ფუნდამენტური ნაწილი გახდა, რომ ყველაზე მგრძნობიარე თემას წარმოადგენს. თუკი მედია არასოდეს აშუქებს სხვა ომის მსხვერპლ ქვეყნებსა და მოსახლობას, მაგალითად, ამ წუთში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მყოფ იემენს (სადაც 17.4 მილიონი ადამიანი შიმშილის პირასაა და საკვებით გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს), სამაგიეროდ მსოფლიო უწყვეტ რეჟიმში უყურებს უკრაინის კადრებს და ისმენს ომის ისტორიებს, რაც განსაკუთრებულ სენტიმენტებს აღვივებს.