![]() |
| პოროშენკო ნიუ-იორკის მუზეუმთან |
14 April 2022
ბოლო რვა წლის მანძილზე დონეცკი ნიუ-იორკიდან იბომბებოდა
13 April 2022
უკრაინის შეიარაღებული ძალების ათასზე მეტი მებრძოლი ტყვედ ჩაბარდა
12 April 2022
ქართველი ”პროგრესულების” გმირი ნაცისტური ლიტერატურის ფონით
კოსმონავტიკის დღე - АН-225 Мрия-ს ნამდვილი ისტორია
11 April 2022
რამდენიმე რუკა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის უკეთ გასაგებად
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს
შაბათს, 9 აპრილს პაკისტანის პროამერიკულმა ოპოზიციამ ეროვნული ასამბლეაში უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა. კვირას, 10 აპრილს პაკისტანის რამდენიმე ქალაქში ხანის მხარდამჭერების მრავალათასიანი გამოსვლები გაიმართა. პროტესტანტები მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ამერიკული იმპერილიზმის უხეში ჩარევისგან. დღეს, 11 აპრილს ეროვნულ ასამბლეაში იმართება კენჭისყრა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ ახალი პრემიერი, კორუფციულ გარიგებებში მხილებული, ასევე პროდასავლელი პოლიტიკოსი, შეჰბაზ შარიფი გახდება.
აღსანიშნავია, რომ გადამდგარი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი პაკისტანის და ჩინეთის მჭიდრო ურთიერთობებს აწყობდა. ასევე, იგი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. შეერთებულმა შტატებმა პაკისტანის არმიაში და ეროვნულ ასამბლეაში თავისი მხარდამჭერების მეშვეობით შეძლო მისი გადაყენება.
ბმულზე ჩანს კვირას გამართული აქციის კადრები
میں نے اپنی ملکی تاریخ میں اس سے پہلے اتنی بڑی تعداد میں لوگوں کو خود سے باہر نکلتے نہیں دیکھا جو ڈاکوؤں کی امپورٹڈ حکومت کو مسترد کرنے کیلئے آج نکلے۔pic.twitter.com/YWrvD1u8MM
— Imran Khan (@ImranKhanPTI) April 10, 2022
08 April 2022
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაეროს ადამინის უფლებების საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დაუშვებელია ადამინის უფლებების საკითხის პოლიტიზირება და ინსტრუმენტალიზაცია. ჩინეთი ეწინააღმდეგება ამ საკითხის გარშემო სელექციურობას და ორმაგ სტანდარტებს. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით. ასევე, ის აცხადებს, რომ გარიცხვის რეზოლუციის მომზადება იყო დახურული და გაუმჭვირვალე და ასეთი მოქმედება მხოლოდ პოლარიზაციას და კონფლიქტის ესკალაციას შეუწყობს ხელს.
“ნაციონალური მოძრაობა” და მოკავშირე ორგანიზაციები: ნამდვილი ე.წ. “ფარ რაითი” და “რადიკალური მემარჯვენე ძალები” საქართველოში
07 April 2022
საბერძნეთის პარლამენტარებმა აზოველი ნეო-ნაცისტის ვიდეომიმართვისას დარბაზი დატოვეს

დღეს საბერძნეთის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის უსმენდნენ. იმის შემდეგ, რაც მან აზოვის ნეო-ნაცისტური ბატალიონის მებრძოლის მიმართვა გაუშვა, მთავარი ოპოზიციური პარტიის სირიზას დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, თუმცა ამავე დროს, სირიზას ლიდერის ალექსის ციპრასის თქმით, ნეო ნაცისტური ბატალიონის წევრის პარლამენტში მოსმენა ისტორიული სირცხვილია.
აზოვი არის უკრაინაში მებრძოლი ნეონაცისტური ბატალიონი, რომელიც ბაზირებულია ქალაქ მარიუპოლში და წლების განმავლობაში არაერთი ტერორისტული აქტი აქვს განხორციელებული ამ ქალაქის მოქალაქეების, მათ შორის 120.000 ბერძენი ეროვნების მოქალაქის მიმართ.
წყარო >>>>>>
06 April 2022
ბერძენმა კომუნისტებმა ნატოს შეიარაღებით დატვირთული მატარებელი გააჩერეს

ალექსანდრუპოლისის საზღვაო პორტის გამოსასვლელთან, საბერძნეთის კომუნისტური პარტიის და ორგანიზაცია ახალგაზრდა კომუნისტების წევრებმა გააჩერეს მატარებელი, რომლითაც ნატოს რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის საჭირო შეიარაღება გადააქვს. ისინი ნატოს საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ.
წყარო: >>>>>
01 April 2022
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მშრომელების ინტერესების წინააღმდეგ
29 March 2022
2021 წელს აშშ-მ და უკრაინამ ნაციზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მისცეს ხმა

2021 წელს აშშ და უკრაინა იყო ორი ქვეყანა, რომლებმაც გაეროს რეზოლუციას ”ნაციზმის განდიდებასთან ბრძოლის შესახებ” ხმა წინააღმდეგ მისცეს. რეზოლუცია ნიურემბერგის ტრიბუნალის ქარტიას ეფუძნება.
რეზოლუციის ტექსტი და მეტი ინფორმაცია იხ. ბმულზე >>>>>
28 March 2022
პერსპექტივა: ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაადეს
ეს ქვეყნები წარმოადგენს მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს. ანუ, 7.9 მილიარდი ადამიანიდან, დაახლოებით 1 მილიარდს.




